შორი სიახლოვე
18
ოქტ
2026
გალაკტიონ ტაბიძე
შორი სიახლოვე
სადღაც მინახავს ქალის სახე კარგი და წრფელი,
არ მშორდება ის, დღეა ბადრი თუ ღამე ბნელი.
ალერსის სიტყვებს ჩამჩურჩულებს ახლო მდგომელი,
მაგრამ მარადის დაფარული, მიუწვდომელი.
ოჰ, დიდხანს... დიდხანს ვძებნე იგი და ვერსად ვპოვე,
ვიცი შორს არის, მაშ რად მტანჯავს ეგ სიახლოვე?