შრომა მეცნიერებასთან მჭიდროდ დაკავშირებული
2
მარ
2025
გალაკტიონ ტაბიძე
გზას უკაფავს
ჩვენს ქვეყანას
ოცი წელი
დიდებული
შრომა,
მეცნიერებასთან
მჭიდროდ
დაკავშირებული.
მოიფინა
ახალ სხივით
ჯურღმულები,
ხაროები,
და აღმოსკდა
დიდი ცოდნის
ულეველი
წყაროები.
დანატრული
ათასობით
მან მწყურვალე
დაიწაფა -
მხარე წიგნთან
კავშირშია,
გამახვილდა,
დაიძაბა.
სიამაყე
აღუვსებს გულს,
სწავლა-ცოდნის
კორიფეებს,
სხვებთან ერთად
რომ მჭედელი
გასაოცარს
აღწევს დღეებს.
გზას უკაფავს
ჩვენს ქვეყანას
ოცი წელი
დიდებული
შრომა,
მეცნიერებასთან
მჭიდროდ
დაკავშირებული.