შუქზე
3
სექ
2025
ნიკო სამადაშვილი
შენ კითხულობდი უიღბლო ლექსებს
და თხელ მკერდის ქვეშ გტკიოდა გული,
ხან გასცქეროდი მთვარიან ქედებს,
როგორც ფრინველი გზადაკარგული.
შუქი ბაღს რწყავდა. ცის მყუდროება
თითქოს მოჰქონდათ ღამურებს, ბუებს.
და ჭრიჭინებდნენ ორღობეებთან
უძახდნენ ხნიერ გამოქვაბულებს.