შვენ ვბრუნდებით უკან ..

შვენ ვბრუნდებით უკან–
თახთახებენ მანქნები.
ცარიელი შუკა
დაღლილ დაღლილ ჩრდილებს აქანავებს

გრემი ბორგავს ბნელში,
მთები თითქოს აკავებენ
და ამომშრალ ხევში
ყრია მკვდარი ვარსკვლავები.