სიბერე
21
ნოე
2025
შოთა ნიშნიანიძე
როცა დაცხრება შენი ვნებები,
როცა გერქმევა ერთ დროს ბებერი,
სიბერეს მაინც ნუ მინებდები
ციხე იყავი აუღებელი.
იყავი ციხე,. დამთმენი ჭირი, ვარამი,
იყავი ცხრა ბჭე და ცხრაკლიტული,
ჭაღარა შენი არ ეგონოთ თეთრი ალამი
ციხიდან შიშით გადმოკიდული.