სიჩუმე და სიბნელე
22
სექ
2026
ტერენტი გრანელი
ცეცხლი მსგავსია ჩემი ფიქრების
და სადღაც მივსდევ ცისფერ ზმანებას.
მოცემულ სხეულს ვერ ვურიგდები,
მაგრამ ჩემია და მენანება.
სისხლი იქცევა, მე ვერ ვისვენებ,
ეს გული ისევ დაისრულია.
იქ მინდა, სადაც მეფობს სიბნელე,
სადაც არ ისმის ხმები სრულიად.
ეს უდაბნოა და მარტო მე ვარ,
(დგება ლანდივით დღე ნაწვიმარი).
ვიცი, სხეულმა რომ დამატყვევა,
ტანი – ციხეა, მე – პატიმარი.