სიშორე (გობრონ აგარელს)
21
სექ
2025
ტერენტი გრანელი
საღამო სთვლემდა მწუხარების ლურჯი რკალებით.
და მეც ვწუხდი სიშორეს.
დავბინავდით.
იქ ჩვენთან, თოვლში, სტიროდნენ ქალებიც.
და როგორც მაშინ,
მე ახლაც ვიგრძენი
სიახლოვე მძინარე შველის.
გლოვა დარჩა თამაში.
და მე ნათლად ვგრძნობ, რომ სიკვდილი მიშველის,
ო, სიკვდილი მიშველის.