სისხლის ძიება (თავი მეათე)

გავიდა ცოტა რამ ხანი

და გამოირკვა ყოველი,

წინა-დღეს გაჯავრებული

აღარა ჰბორგავს სოფელი.

ადვილად აუგს არ ამბობს

კაცი ქიჩირის მგმობელი.

„მოსისხლის სისხლი აუღავ“,

ყველა ამისი მთხრობელი.

„ძალიან კარგად უქნია,

დედა უცხონეთ, მშობელი!“

მტყუვნის და მართლის სამზღვრისა

საქმეა გამომცნობელი!