სიცხეში კაკლის ჩრდილქვეშ ვიდექით..
17
აპრ
2025
ფრიდონ ხალვაში
სიცხეში კაკლის ჩრდილქვეშ ვიდექით,
ის იცინოდა, როგორც ყმაწვილი,
ას წელს ზომავდა წუთის მანძილით
და ივარცხნიდა წვერებს თითებით.
თან აბოლებდა ჩიბუხს ხალისით,
ამბობდა _ მინდა, სიცოცხლე მინდა...
ვუსმენდი ფიქრით და, მე არ ვიცი,
შემშურდა რამე თუ შემეშინდა.