სხედან ქალები ნაღვლიანები..
14
ივნ
2026
ფრიდონ ხალვაში
სხედან ქალები ნაღვლიანები,
ნაჩადრალები, ნამტირალები
და ავადმყოფის ოთახის კარებს
მისჩერებიან სველი თვალებით.
გარეთ ხალისი ხორუმებს უვლის,
გარეთ ხმაურობს ხალხის მდინარე,
სიცილ-კისკისში მართლდება თქმული, _
სხვისი მკვდარიო _ სხვისთვის მძინარე.