სხვა ზღვა სადაა ასეთი?
11
ოქტ
2025
გალაკტიონ ტაბიძე
ციკლიდან „პაციფიზმი“
რად ვეგო სხვას ფიანდაზად?
არის ქართული ანდაზა:
თურაშაულის პატრონი
ტყეში ეძებდა პანტასა.
სხვა სილამაზე სადაა,
სხვა ზღვა სადაა ასეთი,
ამიტომ მიყვარს ლამაზი
და მარად მხნე აფხაზეთი.