სულ ერთი წამით გაბრწყინდა მზეზე ..
22
თებ
2026
ოთარ ჭილაძე
სულ ერთი წამით გაბრწყინდა მზეზე
დევნილი თევზი...სულ ერთი წამით.
ზღვის ჩაუღწეველ წიაღს აღმოხდა
უხმო კივილად...სულ ერთი წამით.
ამოსხლტა ბნელი უფსკრულებიდან
ვერცხლისფერ ელვად...სულ ერთი წამით.
სულ ერთი წამით გაიხანგრძლივა
წუთისოფელი... სულ ერთი წამით.
სამაგიეროდ, სამარადისო
დაგვამახსოვრა ის ერთი წამი.