სულ ორად ორი ...

სულ ორად ორი სიტყვისათვის
დავთმობდი ახლა
და დავტოვებდი ყველაფერს უცებ.

ვიყიდდი ბილეთს, -
უკანასკნელი მატარებლით
ჩავიდოდი სოფელში მშვიდად...

გადავირბენდი მწვანე კოინდარს,
სულმოუთქმელად შევაღებდი
ძველებურ ჯარგვალს,
რომ კიდევ ერთხელ გამეგონა:
„მოხვედი, შვილო?