სუფევს ეს დღე და წამება დიდი
2
აგვ
2026
ტერენტი გრანელი
სუფევს ეს დღე და წამება დიდი,
ქარში მივალ, ვიღიმები თანაც.
შემოდგომა უფსკრულისკენ მიდის
და ხეები გაძარცული დგანან.
ჩანს ფიქრების დარაზმული რიგი,
და ცივია ხელი, როგორც რკინა.
ყრუ ფოთლების სიყვითლეა ირგვლივ
და ფოთლებში შემოდგომას ძინავს.