სურახანი
25
სექ
2026
ტერენტი გრანელი
მე მივდიოდი სურახანისკენ,
მე დაღალული და მე სიზმარი.
ხანდახან ასე, ხანდახან ისე,
ყველა მიმზერდა, აქეთ ვინც არი.
მე მივდიოდი სურახანისკენ,
მე დაღალული და მოქანცული.
ხანდახან ასე, ხანდახან ისე,
მე მიზიდავდა ერთი ქალწული.