სურათის წინ
18
ოქტ
2026
ტერენტი გრანელი
სურათის წინ
ირა რადოვსკაიას
ახლა მარტო ვარ, არავინ არ მყავს,
ახლა ეზოში უკრავენ არღანს.
არ ვეძებ ყოფნას, არ ვეძებ რითმას,
და მინდა გული წაიღოს ჩიტმა.
ალბათ დამეძებს ბოროტი ხელი,
და თხუთმეტ წუთში მეგობარს ველი.
ეს თვალი ისევ ცრემლებში სცურავს,
ვგრძნობ ბეთხოვენის მრისხანე სურათს.
ახლა მარტო ვარ, არავინ არ მყავს,
ახლა ეზოში უკრავენ არღანს.
პოეტს მოსწონდა ერთი სტუდენტი ქალი ირა რადოვსკაია. მრავალი ლექსი აქვს მიძძვნილი მისადმი.