თავგამოდებით გალობდა შაშვი
18
სექ
2026
ანა კალანდაძე
თავგამოდებით გალობდა შაშვი
და სხივთამთოვარს
ეთხოვებოდა მზეს ნაძვის წვერი...
წითელი იყო ცა, ეზო, ოდა,
წისქვილი, შქერი...
იყო რაღაცა, იმქვეყნიური,
მზის გრძნეულ რკალში
და ძველისძველი...
თავგამოდებით გალობდა შაშვი
და სხივთამთოვარს
ეთხოვებოდა მზეს ნაძვის წვერი...