თბილისის გარეთ
14
დეკ
2025
ტერენტი გრანელი
მოვიდა რიცხვი ახალი
და მოიტანა სამარე.
იქ სამრეკლოა მაღალი,
აქ – სიჩუმეთა სავანე.
მოვედი, მზეზე ვისვენებ,
რა საოცნებო ველია.
მთაზე კვამლია ცისფერი
და გზები ცარიელია.
ირგვლივ ჩუმია მინდვრები,
მიყვება შარას მავთული.
მე სიკვილამდე ვიქნები
ამნაირ ფიქრში გართული.
წამება ისევ წინ არი,
ფრთები აიშვა რიგალმა.
უცებ გაჩუმდა მდინარე
და ზარმა დაიგრიგალა.