ჭეშმარიტებას მუშტაიდი მოინადირებს ..
10
მარ
2026
მიხეილ ქურდიანი
ჭეშმარიტებას მუშტაიდი მოინადირებს
როგორც ნარჩიტებს მონავარდე
ლაღად ალალი
სამივეს ვკითხე ვალალით და
ერთმაც ვერ მითხრა
ჰურიის ზილფებს რით არა სჯობს
შენი დალალი.
მახლას! არ მახლავს სწორედ ახლა
ძიძა და ლალა
გულს როს სახმილი შემომეგზნო
ეგზომ მძაფრი და
შენი დალალით დარდს ვიურვებ
ერთი დალალა
დარ ას-სალამში მოხვედრილი
დარ ალ-ჰარბიდან.