ჭუპა-ჭუპა
6
ივნ
2026
მაყვალა მრევლიშვილი
ჭუპა-ჭუპა!
წყალი მალე!
თავი უკვე დავიბანე,
უჰ, რამდენი ქაფი დადგა,
შიგ ყელამდე დავიმალე!
თურმე ჩემი თოჯინა
ძლიერ დასაბანია.
დაბანა რომ არ უყვარს
განა დასამალია?
როგორ მოთხუპნულია,
სად იარა, სად არა!
ბანაობა გაამოს,
სუქდი, სუქდი,
პატარავ!