ტელეგრამა, ასოების ნაცვლად პატარა ანგელოზები ..
5
ივნ
2025
კარლო კაჭარავა
ტელეგრამა, ასოების ნაცვლად პატარა ანგელოზები,
ისინი იბრძვიან თანაცხოვრებით.
შენ კითხულობ მთვარის შუქზე, რომელიც ლამპიონი გგონია.
და ლამპიონის ქვეშ, რომელიც გუშინ მთვარე გეგონა.
როცა გუშინ სადღაც იჯექი მთვრალი -
და ვიღაც მთვრალი მუხლებზე გკოცნიდა.
მწარე აბი გადაყლაპე, მერამდენედ ვცდილობ, დაგინახო,
როცა კითხულობ "ტელეგრამა", ასოების ნაცვლად
პატარა ანგელოზები.