თესავს და თესავს ..
14
თებ
2025
გალაკტიონ ტაბიძე
ციკლიდან „ეპოქა“
თესავს და თესავს, თან ნელი
ხმით მხიარულად ღიღინებს,
სწამს მხოლოდ შრომა მძლეველი,
მოსავლით დააგვირგვინებს.
გრძნობს, თესლი სად დაეცემა -
სალ კლდეზე თუ ლაღ მიწაზე,
თესავს და თესავს, თან მღერის
მთესველი მხიარულ ხმაზე.