თეთრი დღეები ჩემს წინ ქრებიან
5
აგვ
2025
ტერენტი გრანელი
მივალ, სხვა დღეა, გულს ამოვიტან,
და ისევ მოდის დრო აღელვების.
წვიმდა და უცებ მზე გამოვიდა,
და გავიშვირე მზისკენ ხელები.
მე წუხელ კიდევ ღამე ვათიე,
და მოდიოდა ფიქრი ფარული
ღმერთო, მიშველე და მაპატიე
ეს აღტაცება და სიხარული!