თეთრი წამები ისევ მიჰქრიან

***

თეთრი წამები ისევ მიჰქრიან,
დაო, შენ მაინც რომ მიშველიდე.
ჩემთვის სიცოცხლე მხოლოდ ფიქრია
და მხოლოდ ფიქრში მიდის მთელი დღე.

და ბაღში ბინდი ისევ შემოვა,
ქარმა ფოთლები ჩემს წინ დაყარა.
ვფიქრობ: ეს ქალი რა საჩემოა,
ვფიქრობ: ეს ქალი რამ შემაყვარა.

სადღაც შორს ცისფერ ოცნებას ძინავს,
ახლა მეც მინდა, რომ მივიძინო.
არა მაქვს სახლი, არა მაქვს ბინა,
არა მაქვს ფული, არა მაქვს ღვინო.