თითები

ჩემო კარგო თითებო,
მე თქვენ ყველგან მჭირდებით,
მეხმარებით ჭამაში,
კოვზს რომ ჩაეჭიდებით.

თვლას მასწავლით ათამდე,
ჩხირებივით ითვლებით.
სუფთა წერაც ისწავლეთ,
მელნით რატომ ითხვრებით?

დედიკოსთან თქვენს გამო
დღეში ათჯერ ვწითლდები.