თითო მარცვლობით ნაკრებ სიხარულს..
13
ივლ
2026
ფრიდონ ხალვაში
თითო მარცვლობით ნაკრებ სიხარულს,
მწუხარ სახეთა ხნულებში ვთესავ,
და ლურჯ ზეცაში შემოდგომაზე
მზე დამწიფდება საუკეთესო.
როგორც მერანი დაურახტავი
ქარი გამაფრენს შლეგი, ტიტველი,
სხივებს ძაფებად ხეზე გავაბამ,
ზედ ასხმულ წვეთებს დავთვლი თითებით.