თხის რძე
11
სექ
2026
ფრიდონ ხალვაში
კაპჭანში ჩემთვის წველიდა დედა
გაპიპინებულ ძუძუდან თხის რძეს,
პაწა კარდალში რძე ისე მღერდა,
სულგანაბული უსმენდა სივრცე.
მთელი ზაფხული ისე მიწველეს...
და რა ხანია იმ დრომ დამტოვა,
ჰოდა, თუმც ბევრი რამე დავწერე,
თხას ვერ ვუთხარი ერთი მადლობაც.