თქვენს აივანზე ყოველთვის გრილა ..
22
აგვ
2025
ოთარ ჭილაძე
თქვენს აივანზე ყოველთვის გრილა
ნამდვილ აივანს როგორც შეჰფერის.
შორს ბოლავს ქარხნის მაღალი მილი,
ჩაივლის ხოლმე მატარებელი...
მაგრამ, ძვირფასო, რაც უფრო დიდხანს
დავტკბები თქვენთან ყოფნის უფლებით,
თავს ვალდებულად ჩავთვლი რომ გითხრა,
რასაც დღეს ხათრით ვერ გეუბნები.