ცა დადაბლდა ..
6
მაი
2025
ოთარ ჭილაძე
ცა დადაბლდა.გარეთ უკვე ცივა.
მავთულებში სველი ქარი წივის.
გაიქროლა წეროების მწკრივმა.
სურნელება დამიტოვა წვიმის.
სხვა დრო იყო, როცა ჩემი ჭერიც
ბზრიალებდა...სხვა დრო იყო მაშინ.
ახლა დამაქვს შემოდგომის ფერი
და ფოთოლი ჩარჩენილი თმაში.