წელიწადის ნაზო დროო ..
7
იან
2026
გალაკტიონ ტაბიძე
წელიწადის ნაზო დროო, ნაადრევო შემოდგომა,
დაგშთენია ყავისფერი და ყვითელი ველის კვდომა.
დაგშთენია ლალისფერი, ალვისფერი, დღე ცისფერი,
ბალახის და ყვავილების საამური ძილისპირი.
დაგჩენია ჩემი გულის ჩუმი ბნედა, შორი კვდომა,
წელიწადის ნაზო დროო, ნაადრევო შემოდგომა.