ცისფერი ბაღი
18
ოქტ
2026
ტერენტი გრანელი
ცისფერი ბაღი
ძვირფას მამას
ახლა ალბათ შენ მინასთან დგახარ,
ამ დროს ქარში იქ ვიღაცა გოდებს
საღამოა და ოთახში ახლა
ასვენია მაყაშვილი კოტე.
სადღაც ისმენს იავნანას ბავშვი,
დაო, ცისკენ მწუხარებას გატან.
მზე არა ჩანს და ჩრდილია ბაღში
და ბალახში ნელა მიდის კატა.
გული მიწუხს და სულია ვრცელი,
ქარისაგან იღუპება ტოტი.
დღეს თავდება ეს აგვისტო ცხელი
და ძვირფასო, სექტემბერი მოდის.
ახლა ალბათ შენ მინასთან დგახარ,
ამ დროს ქარში იქ ვიღაცა გოდებს.
საღამოა და ოთახში ახლა
ასვენია მაყაშვილი კოტე.
პოეტი კოტე მაყაშვილი.