ცივა კურდღელს,ცივა
6
ივლ
2025
გივი ჭიჭინაძე
ცივა კურდღელს, ცივა!
მზე ვერ ათბობს მთა-ველს,
თოვლის ფანტელები
ხეებს თეთრად რთავენ,
ცივა კურდღელს, ცივა!
ქარი დაჰქრის ირგვლივ,
ხოდაბუნში მდგარი
პაწაწინა ჩირგვიც
ვეღარ უძლებს ყინვას,
ცივა კურდღელს, ცივა!
წამწამებზე ცრემლი
შეჰყინვია მძივად,
ცივა კურდღელს, ცივა!