ცრემლი
18
მაი
2026
სილოვან ნარიმანიძე
გადაუღებლად წვიმს მთელი ღამე,
ნისლს დაუფარავს ალაზნის ველი,
გუშინ ხეები ებრძოდნენ ქარებს
და შემოდგომა იყო მზისფერი…
დღეს კი საღამო ჩამოწვა სევდის,
ფერი უცვლია მშობელ მიდამოს, –
იქნებ, ეს წვიმა ცრემლია დედის,
მწარედ გავლილი წარსულის გამო…