წუხელ სიზმარში მიმიძღოდა ჩემი ...
26
ოქტ
2025
ტერენტი გრანელი
წუხელ სიზმარში მიმიძღოდა ჩემი ცხედარი,
და მივდიოდი, მივკიოდი საშიშ ქარიშხალს.
ზარი რეკავდა: სამარადოდ იყავ ნეტარი!
წუხელ ანაზდად უკუნეთმა თავი აიშვა.
. . . . . . . . . .
წუხელ სიზმარში მიმიძღოდა ჩემი ცხედარი.