წუხს როიალი ბაღის მახლობლად
24
მარ
2025
ტერენტი გრანელი
წუხს როიალი ბაღის მახლობლად
და მოდის გზიდან სხივთა კრებული.
ალბათ, სადღაც შორს, ვიღაც ნაღვლობდა,
აქაც დარდია გამეფებული.
წუხს როიალი, მე რაღაც მტკივა,
დავტოვებ თბილისს და წავალ დასთან.
ვნახოთ, ეს ფიქრი სანამდე წავა,
ვნახოთ, ეს ტანჯვა სანამდე გასტანს.