ცურვა ვიცით

ამ ზაფხულზე ზღვისპირეთში

გავკაჟდებით მე და ზური...

ცურვა ვიცით: ბაყაყური,

თევზური და მედუზური.