წვიმა გამეფდა
20
იან
2025
ტერენტი გრანელი
წვიმა გამეფდა,
მე სად ვიქნები.
ახლა ღამეა
ღრმა დაფიქრების.
როგორც წამებას,
ველი განთიადს,
ახლა ღამეა,
შუქი ანთია.
მძიმე წამია,
მე რა ვქნა, სულო!
ახლა ღამეა
და მე ვლოცულობ.
დღეა გოდების,
ეს დღეც ჩაივლის.
და ველოდები
ახლა სამ ივნისს.
ეს ფიქრი მიპყრობს,
მე შენ მღუპავდი.
დღეს მინდა ვიყო
თავისუფალი.