თუ არ გიმტყუნა გზაში ფეხებმა ..
15
ივლ
2026
ოთარ ჭილაძე
თუ არ გიმტყუნა გზაში ფეხებმა
და ისევ ხალხად თუ დარჩა ხალხი,
შენ, რა თქმა უნდა, არ შეგეხება
ამქვეყნიური ნესტი და თალხი.
ჯერ კი იცხოვრე და დაარიგე
შენი ნაფიქრიც, ხმაც და იერიც.
სიმდიდრე ჰქვია შენს სიღარიბეს,
უმწეობით ხარ ასე ძლიერი.