თუ მართლა ფიქრობს ვინმე..
4
სექ
2025
ტარიელ ჭანტურია
თუ მართლა ფიქრობს ვინმე,
თითქო ის ცელი ცვდება,
იმ იმედიან ფიქრში
ის ამხანაგი ცდება!
რასაც სიცოცხლე ამღვრევს,
მხოლოდ სიკვდილით წდება!
არ დაწდებაო ჩემი -
თუ ვინმე ფიქრობს - ცდება!
სითბოც, და სუსხიც მისი -
ყველას თანაბრად გვწვდება! ...
მაგრამ ათასში ერთხელ
იქნებ თვით ღმერთიც ცდება...