თუ ზეცას ეს შავი ღრუბელი გაშორდა ..
31
აგვ
2025
ნია აბესაძე
თუ ზეცას ეს შავი ღრუბელი გაშორდა,
ჩრდილი მაქმანივით მოხატავს გზებს,
დამიბრუნდება ისევ ბავშვობა
და წამწამებით დავიჭერ მზეს.
გამიჯავრდებიან ისევ უფროსები:
თვალის ჩინს გატკენსო კაშკაშა მზე...
მაგრამ მე არ დავთმობ ბავშვობის ოცნებას
და მზისკენ გავყვები უკვალავ გზებს.