თუკი ქადაგებ ქვეყნად ჰუმანიზმს ..
1
სექ
2026
მერაბ კოსტავა
თუკი ქადაგებ ქვეყნად ჰუმანიზმს,
კიდევაც შესძელ ტანჯვის ატანა,
შესძელ ალაგმო შენში გურმანი,
გაავებული, როგორც სატანა.
შიმშილის განცდა მწვავეა ფრიად,
ვით სიცოცხლეზე აღმართვა ხელის,
გვამში გეღვრება, ვით ცხელი ტყვია,
თავს დასტრიალებს სიკვდილის ცელი.