თვალით თვალს ..
8
სექ
2026
მიხეილ ქურდიანი
XIV საუკუნის მინაწერი თილაქარის
მედრესეს ჰუჯრის კედელზე სამარყანდში
თვალით თვალს თვლისგან განასხვავებს
თვლისას დალალი,
თუნდ მთად ეხვავოს იაგუნდი, ძოწი და ლალი
გახდება ცხადი ქაღალდით ან
ღაღადით ყადის
სად არამია ფიცისტეხა
და სად ალალი.