უკანასკნელი დამსვენებლებიც ..
19
მარ
2026
ოთარ ჭილაძე
უკანასკნელი დამსვენებლებიც
თვალს მიეფარნენ... კარგად იყავით!
რაფაზე ყრია მკვდარი პეპლები,
ერთ ამბავშია ხეზე ჭილყვავი.
მაგრამ თანდათან ეს ხმაც მიწყდება,
ჩაეძინება თანდათან ბილიკს...
და მთელი ზამთრით დაავიწყდება
ეს პაწაწინა სოფელი თბილისს.