უმზეო პეიზაჟი ჩიტებით..
21
მარ
2025
იზა ორჯონიკიძე
იკბინება ყინვა ძაღლივით.
ორთქლი ასდის
სადგომიდან გამოსულ პირუტყვს.
შეჭირხლული
ბრწყინავს ჩემი ბაღი შიშველი
და უღონო
ფეხს ითრევს სხივი...
გახევებულ სარეცხის თოკზე
ერთმანეთისგან მოშორებით
ზის ორი ჩიტი —
ბაბანებენ მობუზულები...
დახე, ამ ბრიყვებს,
ამ ყინვაში
შორი-შორ სხედან!