უცხო მხარეში მივსდევ ..
5
ივნ
2025
გალაკტიონ ტაბიძე
უცხო მხარეში მივსდევ კრეისერს
თუ ზულუსებთან მიხდება ომი,
თან მიმდევს როგორც ყოველ კეისარს
ბედისწერათა მწარე ფანტომი.
იყო გრიგალი, ძალიან გვიან
მაგარი თქეშის იდგა სვეტები,
აწ დამშვიდებულ ხეებზე თრთიან
გადაღებული წვიმის წვეთები.