უცნობის დღიურზე
20
ივნ
2026
ფრიდონ ხალვაში
ვინაც იხილა ბავშვების სისხლი
და თავგანწირვა გულუბრყვილოთა,
ხელაპყრობილი იწევდა ცისკენ
და საქართველოს სახელს ყვიროდა,
მას გაუზომეს სიცხე ტყვიებით
და იგი დაწვა კიბეზე მყისვე
და, როგორც თეთრი ორთქლი იების,
წავიდა ცისკენ.