ვეღარ განკურნავს ჩემს ბებრულ წუხილს ..
28
სექ
2025
ოთარ ჭილაძე
ვეღარ განკურნავს ჩემს ბებრულ წუხილს
დუმილი ცაცხვის, ფიჭვის თუ მუხის…
ღმერთმა შეარგოს და მიუტევოს,
ვისაც ულხინდა და ახლაც ულხინს.
ცოტაც და, ბნელი სიცივე მწუხრის
წერტილს დაუსვამს ვნებათა დუღილს…
მეც ამ დიდებულ წამს ველოდები,
ვით გაზაფხულის ელვას და ქუხილს.