ვგრძნობდი ანთებას
18
ოქტ
2026
ტერენტი გრანელი
***
ვგრძნობდი ანთებას
და მე ვნანობდი.
ახლა ღამდება
თანდათანობით.
სადღაც ტირიან,
დღე მიაქვს წამებს.
და წერტილია
ყოველი ღამე.
ალბათ შენ მელი
მოღლილ ფიქრებით.
მოვალ დუმილით
და განცვიფრებით.
ვგრძნობდი ანთებას
და მე ვნანობდი.
ახლა ღამდება
თანდათანობით.