ვინ შევიყვარო?
2
ნოე
2025
რაფიელ ერისთავი
(აზრი რუსულიდან)
ვინ შევიყვარო და ვის მივანდო
საიდუმლონი ჩემის გულისა?
ვის ნაზს ალერსსა უნდა ვერწმუნო,
რომ მყუდროება ვპოვო სულისა?..
სად ვპოვო ახლა მე მეგობარი,
პირში მთქმელი და პირუთვნეველი,
რომ არ გამკიცხოს, არც სხვა აცინოს
ჩემზედ იმანა და მომცეს ხელი?!..