ვოლტერის ძეგლთან
3
მარ
2026
გალაკტიონ ტაბიძე
ცის კარები ენთება,
დილა შუქმფინარია,
მოხუცს გაახსენდება
ძველისძველი არია.
ქვეყნად ბევრი არ არის,
ვინც ამ ბაღთან იწვალა,
მწარე სუსხი ზამთარის
სხივით გამოიცვალა.
აქ ბავშვების თითებით
ბურთი გულებს ახურებს
და ვოლტერიც დიდებით
აღმოსავლეთს გაჰყურებს.